თეგებით ძიება

არმიის დისკრედიტაციის მუხლით, რუსეთში ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ საქმე აღძრეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“,  რუსეთის სახალხო არტისტის,  ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროპაგანდისტული TASS სამართალდამცავი ორგანოებიდან, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ივლისის ბოლოს ახეჯაკოვამ გერმანიაში,  ბრემენში ითამაშა სპექტაკლში "ჩემი შვილიშვილი ბენიამინი". სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა.

შე­დე­გად, რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა 85 წლის მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი არ­მი­ის "დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის“, ღა­ლა­ტის მუხ­ლით, საქ­მის აღ­ძვრა და მის­თვის ყვე­ლა ჯილ­დოს ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა