თეგებით ძიება

შსს-მ ჩოხატაურში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის მუხლით დაიწყო.

დაპირისპირება ჩოხატაურის ცენტრში იმ დროს მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოსახლეობას, საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდნენ და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ. მათი ინფორმაციით, პარტიის წევრებს, ქართული ოცნების მიერ დაორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავს. ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ჩოხატაურის მერი.

დავით შარაშიძე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში „ქართულ ოცნებას" არავინ მიუყვანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა