25 წლის ბრაზილიელი გოგონა კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ცხარე წიწაკას დასუნა
25 წლის ბრაზილიელი გოგონა კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც ცხარე წიწაკას დასუნა - ამის შესახებ G1 იტყობინება.
ტაის მედეიროსი შეყვარებულთან ერთად სადილს ამზადებდა, რადგან საღამოს სტუმრებს ელოდა. სანამ კერძში ჩაუშვებდა, გოგონამ ცხარე წიწაკს დასუნა და მაშინვე ყელის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო. ტაისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გოგონას ტვინის შეშუპების დიაგნოზი დაუსვეს და დაასკვნეს, რომ ეს მწვავე ალერგიულმა რეაქციამ გამოიწვია. ტაისი კომაში ჩავარდა და ამ მდგომარეობაში რამდენიმე დღე გაატარა. მკურნალობა 31 ივლისამდე გაგრძელდა, შემდეგ კი ის საავადმყოფოდან გაწერეს. რამდენიმე დღის შემდეგ ტაისს ტემპერატურის მომატება და შარდში სისხლი დაუფიქსირდა. გოგონა ისევ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ძველ ჩივილებს ბრონქოსპაზმიც დაემატა. არავინ იცის როდის შეძლებს გოგონა სახლში წასვლას, რადგან მას დამოუკიდებლად საუბარი და მოძრაობა არ შეუძლია. ექიმები შიშობენ, რომ ის ვერასდროს გამოჯანმრთელდება.