თეგებით ძიება

ტბაში დაკარგული ბეჭედი 14 წლის შემდეგ მფლობელს დაუბრუნდა

აშშ-ს ვისკონსინის შტატში მცხოვრებმა წყვილმა ტბაში დაკარგული ნიშნობის ბეჭედი 14 წლის შემდეგ დაიბრუნა - ინფორმაციას WSAZ ავრცელებს.

მაიკ კრონინგმა პლატინის ნიშნობის ბეჭედი 2009 წელს დაკარგა, როდესაც  შვილთან ერთად, ტბაში დაცურავდა. მამაკაცი და მისი მეუღლე ტრეისი ბეჭედს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მაიკი შეეგუა იმ აზრს, რომ ბეჭედი სამუდამოდ დაკარგა და ძებნა შეწყვიტა. 

სულ ახლახან კრონინგი სოციალურ ქსელში განცხადებას წააწყდა, სადაც  ტბის დამცველთა ასოციაციის წევრი ბილ სტიუარტი ტბაში ნაპოვნი სამკაულის შესახებ წერდა. 

კრონინგი სტიუარტს დაუკავშირდა, რომელმაც ამერიკელს ბეჭედზე გაკეთებული წარწერის დასახელება სთხოვა. „სტიუარსტ ვუთხარი, რომ ბეჭდის უკან მხარეს ჩვენი საქორწინო სიმღერიდან სიტყვები და ჩვენი ქორწილის თარიღია ამოკვეთილი და იმავე დღეს ბეჭედი დავიბრუნე“ - ამბობს მაიკი. 

„ეს თივის გროვაში ნემსის პოვნას ან ჯეკპოტის მოგებას ჰგავდა“ - აღიარა კრონინგმა ჟურნალისტებთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა