თეგებით ძიება

პრემიერმა უნდა გვითხრას, რატომ უშლიდა ხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვაში - ანა ნაცვლიშვილი

პრემიერმა უნდა გვითხრას, რატომ უშლიდა ხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის 78- ე მუხლის დაცვაში - ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ვიზიტებთან და იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

"მათ შორის, საკვანძო კითხვა, რაზეც პასუხი აქვთ გასაცემი ეს არის ის, თუ რატომ უთხრეს პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე, რომელთა მიზანიც იყო კონსტიტუციით და მთავრობის მიერ საჯაროდ დეკლარირებული კურსის ხელშეწყობა. ამ მოცემულობაში, რა მოტივაციით, კონსტიტუციის რომელ მუხლზე დაყრდნობით ჩათვალა მთავრობამ, რომ უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის, განეხორციელებინა ეს ტურნე. პირველი მოპასუხე ამ საკითხზე არის მთავრობა და პრემიერმა უნდა გვითხრას, რატომ უშლიდა ხელს პრეზიდენტს კონსტიტუციის 78- ე მუხლის და მთლიანად კონსტიტუციის დაცვაში.

იმპიჩმენტთან დაკავშირებით "ლელოს" პოზიცია ცხადია, სხვა კოლეგებს არ ვიცი, თუ ვინმეს ოპოზიციიდან სურვილი აქვს ღიად და დეკლარირებულად გადავიდეს "ქართულ ოცნებაში", ვფიქრობ, საუკეთესო მომენტია ეს. თუმცა, გასაგები პოლიტიკური ფასი ექნება ამ ყველაფერს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას," ისინი ამ აბსურდში მიიღებენ მონაწილეობას, რომ რუსეთის გეგმა განხორციელდეს, რადგან ეს ხელისუფლება არ არის ქართველი ხალხის ინტერესების არც წარმომადგენელი და არც გამტარებელი, ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მათი მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ არის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა