თეგებით ძიება

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელმა ქალს სცემა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, მერის წარმომადგენელმა ჯაბა სტამბოლიშვილმა, მაღაზიაში გამყიდველი ქალს სცემა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული ფაქტი ქობულეთის მერიამაც დაადასტურა.

"ქალის ცემის გამო იყო დაკავებული და ამ დროისთვის გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდოდ, მერის წარმომადგენელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამ დროისთვის ჯაბა სტამბოლიშვილი მერის წარმომადგენლის პოსტიდანაც გათავისუფლებულია," - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 1-ელ სექტემბერს მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა