ხელი ჩავიქნიე... - რას ამბობს ნინი შერმადინი? (ვიდეო)
მომღერალი, ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ის რომ სცენას კვლავ დაუბრუნდა ეს შვილის დამსახურებაა.
„მადლობა ყველას ვინც ზრუნავთ ჩემი ოცნების ასრულებაზე. ძალიან დიდი ხანი მქონდა პაუზა კარიერაში, ერთი პერიოდი ხელი ჩავიქნიე, იმედი დავკარგე და გადავწყვიტე ვყოფილიყავი ბანკირი.
დედამ თმის თრევით მიმიყვანა ნუცას სკოლაში... არ ვაჭარბებ, რადგან იმ პერიოდში გავიზარდე, ინდაურებით, ქათმებით და ნამცხვრებით რომ ხდებოდა კონკურსებზე ჩაწყობა და ძალიან ბევრჯერ ჩემზე წინ ის ბავშვები დამდგარან, რომელთა მშობლები რაღაცას წარმოადგენდნენ. ყოველ ჯერზე დედა მაძლევდა დიდ სტიმულს, რომ ჩემი ოცნებებისთვის ხელი არ გამეშვა... მოკლედ, არ არსებობს კონკურსი და ქვეყანა, სადაც არ მიმიღია მონაწილეობა... დაახლოებით, 2015 წელს დავიწყე სიმღერების წერა...ამ ქვეყანამ იმხელა მოთმინების უნარი მაჩუქა და გამოცდილება მომცა, რომ არ შეიძლება უმადური ვიყო...
ძალიან ბევრჯერ წავიქეცი, მაგრამ უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი გამხადა, მერე დაიწყო კოვიდი, ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალა ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი, სამი წლის მერე ვცდილობ ვისაუბრო ისე, რომ არ ვიტირო... თითქმის ყველაფერი გაჩერდა, ხალისი დაკარგა, ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე დიდი მოტივატორები აღარ არსებობდნენ და უბრალოდ გადავწყვიტე ცხოვრება გამეგრძელებინა, სადამ შევძლებდი, ბოლოს ჩემმა შვილმა, მარიამმა მითხრა, რომ შენი ადგილი არის სცენაზე. მოკლედ, ჩემი შვილი გახდა მთავარი მოტივატორი და ამას ყოველ დღე აკეთებდა. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი დამჭირდა..“