ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში - მიხეილ სააკაშვილი
ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
"მომწონს ჩემი სახელით სოფო ჯაფარიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრთან და მენეჯმენტთან ერთად რომ მუშაობს, რათა პარტიამ შეინარჩუნოს სიმტკიცე.
ყოველგვარი ხელოვნური დაყოფა, გათიშვა, ყალბი თემების შემოგდება არის ჩვენი მტრის თამაში და მტერი არ უნდა გავახაროთ. ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ. ის, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მე მგონი, გუშინაც დავრწმუნდით ჩოხატაურში.
წვრილმანი წყენებითა და პირადი ამბიციებით საქმე ვერ გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობის პირობებში გამარჯვება გარადაუვალია და ვაპირებ, აქტიურად გამოვიყენო თუნდაც ამ ტყვეობის ყველა დღე, ბრძოლისთვისა და რუსების ხელისუფლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.