თეგებით ძიება

არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, არასერიოზულად აღიქვამენ და დასცინიან - გიორგი გაბუნია (ვიდეო)

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი გაბუნიამ ოპოზიციის მისამართით მწვავე განცხადებები კიდევ გააკეთა. მან რამდენჯერმე ხაზი გაუსვა, რომ "მთავარი არხი" არ არის ნაციონალური მოძღაობის ტელევიზია. მისი თქმით, ეკრანზე, როგორც ტელეწამყვანი სწორედ იმიტომ არ ბრუნდება, რომ არ მოსწონს ოპოზიციის საქმიანობა და თუ დაბრუნდება, მისი გადაცემები მწვავე იქნება სწორედ ნაცმოძრაობის მისამართით.

“პირდაპირ ვამბობ, არავინ არ აპირებს ხმის მიცემას, კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია ხაბეიშვილის მიმართ.

მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ის ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან. ხაბეიშვილი რაღაცას თუ გააკეთებს, “WOW- ვაუ” რაღაც სჭირდება, როდესაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში “ქურქუმალ ვაითს” აღარ დაინახავ და აღარ მიაქცევ ყურადღებას, რომ “ლ”-ებით ლაპარაკობს და ა.შ.

ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოს პატივისცემა და ხმები მოიპოვოს ადამიანების. ძალიან დიდი პრობლემა ექნება, არ ვიცი, თავს თუ იტყუებენ და გარდა ამისა, ორივე მხარე (მელია-ხაბეიშვილი) პარაზიტირებს მიშას თემით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

“ამ ადამიანებს (მთავარი არხის და ძველი “რუსთავი2″-ის ჟურნალისტებს) გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რაღაცნაირად, რეფლექსებად გაქვს ქცეული ეს ყველაფერი, რომ შენ საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა.

სამწუხაროდ, “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ხოლო ახლა, რაც შემიძლია დიდი სიხარულით და სიამაყით ვთქვა, “რუსთავი2”-იდან მოყოლებული ეს არ მომხდარა, რომ “ნაცების ტელევიზია” აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა