ფოთში, პაციენტის გადაყვანისას სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები
ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა.
დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი.
კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია.