ჩემთან ყველანაირი სახის ადამიანი მოდის, მე მათ გადარჩენაზე ვმუშაობ - მდუმარე ბერი ნიკოლოზი
სოციალურ ქსელში მდუმარე ბერი, ნიკოლოზის მიმართვა ვრცელდება.
"ჩემთან ყველანაირი სახის ადამიანი მოდის, მე მათ გადარჩენაზე ვმუშაობ. და თუ რომელიმე მათგანმა გული გატკინოს, პასუხი გაეცი! ჩემი მორიდების და ხათრის გამო, არ დაუთმო! სიმართლე ყველგან, ყველაფერში და ყველასთან დაიცავი!
,ყველანაირი ორგანიზაციის ხალხია ჩემს გარშემო: ბაპტისტები, კრიშნაიდები, თალმუდისტები, კათოლიკეები, ბუდისტები, მასონები, მაგათ მე ვერ ამოვიცნობ, დროში ღმერთი ყველას გაამჟღავნებს, ამიტომ ჩემი საქმე მოთმინებაა“, - წერია პოსტში.