ქობულეთის მერიის თანამშრომლის ძალადობა ქალზე (ვიდეო)
TV25.GE ქობულეთის მერის წარმომადგენლის მხრიდან, ქალზე ძალადობის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. შემთხვევა სოფელ ლეღვას ცენტრში, მაღაზიაში მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი სოფლის მაღაზიაშია დასაქმებული და მასზე ფიზიკურად სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საჯარო მოხელემ, ჯაბა სტამბოლიშვილმა იძალადა. დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.
ქობულეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ სტამბოლიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა არ განმარტავენ რის საფუძველზე.
არსებული ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებული დაკავებულიც იყო, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შემთხვევა 1-ელ სექტემბერს მოხდა.