ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - ნახეთ მისამართები
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში, აგრეთვე სოფელ გლდანის და მუხათგვერდის ტერიტორიებზე;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ქვეშეთი, არახხვეთი, ნადიბაანი, ხარხეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, სიონი, გორისციხე, ფხელშე, გერგეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი, ქსანი, უხრანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.