თეგებით ძიება

"რატომ გახდა რელიგია მრისხანე, პირქუში, შურისმაძიებელი, გაუბედურებული..." - რას წერს პეტრე კოლხი?

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში რელიგიის შესახებ წერს.

"რატომ გახდა რელიგია მრისხანე, პირქუში, შურისმაძიებელი, გაუბედურებული, დატანჯული, შეწუხებული, დაბღვერილი სახის მქონდე ადამიანთა თავშესაფარი?!

იმიტომ, რომ რელიგიის ნამდვილი არსი, არასწორად გაიგეს…

საკუთარი უმოქმედობა, უსუსურობა, გაუბედაობა, ღმერთს დააბრალეს და თავს იმით იმართლებენ, ,,როგორც ღმერთი ინებებს”…

სულ ღვთის ნებაზე არ დავდივართ?!

ღმერთის ნების გარდა, შენი ნებაც უნდა იყოს, შექმნა, იცოცხლო, განვითარდე, გაძლიერდე, ჩამოყალიბდე…

იესო არ გვეუბნება მკვდარ-ცოცხალი იყავი, არამედ შენც იცოცხლე და სხვაც აცოცხლეო!", - წერს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა