თეგებით ძიება
04. 09. 2023 მსოფლიო

უკრაინის უმაღლესი რადა 5 სექტემბერს თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს

უკრაინის უმაღლესი რადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას 5 სექტემბერს განიხილავს, 6 სექტემბერს კი რუსტემ უმეროვის კანდიდატურის განხილვა იგეგმება.

რეზნიკოვის გადაყენების შემდეგ პრეზიდენტის წინადადება თავდაცვის მინისტრად უმეროვის დანიშვნის შესახებ პარლამენტს უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი მის დოკუმენტებს განიხილავს და დანიშვნის შესახებ დადგენილების პროექტს მოამზადებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტს პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა