დაცული ტერიტორიების სააგენტო სოფელ კინჩხაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს მწუხარებით გამოვეხმაუროთ ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
უბედური შემთხვევა მოხდა ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) ბუნების ძეგლის მოშორებით, სოფელ კინჩხაში. მედია საშუალებებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი/არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხაში, ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა. ცნობილი ექიმ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმა, 35 წლის ავთო კულუმბეგოვი დაიღუპა.