თეგებით ძიება

ვეჯინში, 35 წლის კაცის მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის კაცს შვილიშვილმა ფერმა გადაუწვა

ვეჯინში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულ 85 წლის კოლა გაბიტაშვილს შვილიშვილმა ფერმა გადაუწვა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში, 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით 35 წლის ბექა ჯანიაშვილი მოკლა. გაბიტაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის ახლა გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

ჯანიაშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს საკუთარ სახლში, მას მეუღლე და 3 შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა