თეგებით ძიება

ბორჯომში 35 წლის კაცი მეხუთე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ბორჯომში, 3 სექტემბერს, ხუთსართულიანი შენობიდან 35 წლის კაცი გადმოვარდა. შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. 

როგორც რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროში გადაასვენეს. ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი შპს "ბესთ ბილდ გრუპში" იყო დასაქმებული, რომელიც ბორჯომში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რედაქციამ კომპანიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს.

რა მუხლით დაიწყო შსს-მ მომხდარზე გამოძიება და დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციის სამსახურმა მომხდარის მოკვლევა, ამ ეტაპზე უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა