თავის ტკივილისას რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ სასწრაფოდ ექიმს?
დროდადრო ყველას აქვს თავის ტკივილი: ზედმეტი მუშაობა, წყლის ნაკლებობა, დაღლილობა და მენსტრუალური ციკლის დღეები.
მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ძალიან საშიში დაავადების პირველი სიმპტომი და მნიშვნელოვანია დროულად მივმართოთ ექიმს:
გიჭირთ კონცენტრირება
თუ თავის ტკივილის გარდა, კონცენტრაციის სირთულეები გაქვთ, გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება და ფოკუსირების შენარჩუნება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ეს შესაძლოა ტვინის შერყევის ნიშანი იყოს. ამ მდგომარეობას ყოველთვის არ ახლავს ღებინება და გონების დაკარგვა, მაგრამ ძლიერი თავის ტკივილი კონცენტრაციის დაქვეითებასთან ერთად ამის უტყუარი ნიშანია
გაქვთ კისრის ტკივილი და მაღალი სიცხე
ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და "ხის" კისრის შეგრძნება მენინგიტის კლასიკური სიმპტომებია, საშიში ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს ზურგის ტვინზე. თუ შეამჩნევთ მსგავს სიმპტომებს რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს!
დაბუჟება და გარკვევით საუბრის შეუძლებლობა
მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი თავის ტკივილი თავის ტვინის ანევრიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ჩვეულებრივ, თავის ტკივილი ხელს უშლის დროულ დიაგნოზს. ხშირად, პაციენტები უბრალოდ იღებენ ტკივილგამაყუჩებლებს და არ მიმართავენ ექიმს, სანამ ძალიან გვიან არ არის.
თუ ძლიერ თავის ტკივილს თან ახლავს დაბუჟების შეგრძნება ან შეამჩნევთ მეტყველების გაძნელებას, მიმართეთ ექიმს - ნუ დაკარგავთ დროს!
გრძნობთ გულისრევას და/ან გაქვთ მხედველობის პრობლემები
თავის ტკივილს, რომელსაც თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ასევე მხედველობის პრობლემები - გაორებული მხედველობა, ფერადი წერტილები ან შავი ლაქები შეიძლება თვალის წინ გაბრწყინდეს, მხედველობა დაბინდული - შეიძლება იყოს შაკიკის შეტევა აურასთან ერთად. და თუ ეს დაგემართათ, უნდა მიმართოთ ნევროლოგს.
წყარო: მკურნალი.გე