თეგებით ძიება

რა ღირს სწავლა თბილისის კერძო სკოლებში?

კერძო სკოლები სულ უფრო პოპულარული და აქტუალური ხდება, თუმცა მაღალი ფასის გამო კერძო სკოლაში შვილის მიყვანას ბევრი ოჯახი ვერ ახერხებს. 

„ბიზნესპრესნიუსმა“ კერძო სკოლების ჩამონათვალი გააკეთა, სადაც სწავლა არც ისე იაფი ღირს:

ბაქსვუდის სკოლა

ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

სწავლის ღირებულება - წელიწადში 15 000 ლარი

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა

სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:

VIII კლასი - 15 000 ლარი

IX-XII კლასები - 26 500 ლარი

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაარსდა 2013 წელს. ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულება განკუთვნილია 1-დან 12- კლასის მოსწავლეებისთვის.

სკოლის მიზანია მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი.

სწავლის საფასური 9 000 ლარს შეადგენს.

ბრიტანულ-ქართული აკადემია

ბრიტანულ-ქართული აკადემია 2006 წელს დაარსდა.

სწავლის ღირებულება 1-დან მე-5 კლასების ჩათვლით 5 500 დოლარს შეადგენს, მე-6 - მე-9 კლასებში - 7 500 დოლარი, მე-9 და მე-10 კლასებში- 9 500 დოლარი, ხოლო დამამთავრებელ კლასებში სწავლის ღირებულება 10 500 დოლარს შეადგენს.

UG School - იუჯი სკოლა

UG სკოლა 2008 წელს პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, მისი დამაარსებელია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიცია უკავია.

წინასასკოლო ჯგუფში სწავლის საფასური შეადგენს 10 000 ლარს. მშობელთან ფორმდება სამწლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საფასური შემდეგნაირად განისაზღვრება:

1. პირველი წლის საფასური - 10 000 ლარი (წინასასკოლომზაობის ჯგუფი)

2. მეორე წლის საფასური - 12 000 ლარი (I კლასი)

3. მესამე წლის საფასური - 12 000 ლარი (II კალსი)

მეოთხე წლიდან მშობელთან იდება ახალი ხელშეკრულება. პირველ ხელშეკრულებაში განსაზღვრულია თანხის სამომავლოდ მაქსიმუმ 15% ზრდის შესაძლებლობა.

თბილისის თავისუფალი სკოლა

თბილისის თავისუფალი სკოლა 2017 წელს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა. წლიური საფასური შეადგენს 3 590 აშშ დოლარს.

ლოგოსი

სკოლა „ლოგოსი“ 2010 წელს დაარსდა. სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მას ემატება საერთაშორისო ტესტები SAT და TOEFL.

“საერთაშორისო აკადემია ლოგოსის” წლიური ღირებულება: სკოლამდელი აღზრდის პროგრამა – 2700 დოლარი;

1-6 კლასები – 3 100 დოლარი;

7-8 კლასები – 4 200 დოლარი;

9-12 კლასები – 5 200 დოლარი.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა