თეგებით ძიება
05. 09. 2023 მსოფლიო

ჯილ ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა, პრეზიდენტის პასუხი უარყოფითია - თეთრი სახლი

ამერიკის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს ორშაბათს Covid-19 დაუდასტურა. თეთრი სახლის ცნობით, 80 წლის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი უარყოფითია. 

"ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ის დარჩება მათ სახლში, რეჰობოთ ბიჩში, დელავერში" - თქვა პირველი ლედის სპიკერმა. 

72 წლის აშშ-ის პირველ ლედის ბოლოს კორონავირუსის ინფექცია გასული წლის აგვისტოში დაუდასტურდა, ხოლო პრეზიდენტ ბაიდენს 2022 წლის ივლისში. 

ორშაბათს საღამოს ბაიდენი დელავერიდან მარტო გაფრინდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამ კვირის განმავლობაში ბაიდენს რეგულარულად ჩაუტარდება ტესტირება. უცნობია იქონიებს თუ არა ფაქტი მის საგარეო ვიზიტებზე გავლენას. ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთში G20 სამიტზე უნდა გაემგზავროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა