მოსკოვის აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო - რა ინფორმაცია ვრცელდება?
მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში, დღეს დილით, დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი - გაუქმდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის "ვნუკოვოს" აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი კი - გაუქმდა."დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, "შერემეტევოში" კი - 14.
შეგახსენებთ, მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ და დღეს დილით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმები აღკვეთეს.