"ცხოვრებაც, ბრძოლაც და სიკვდილიც ერთნაირად ღირსეულად შეძელი" - გიგა მაქარაშვილი ირმა კახურაშვილზე
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ, ირმა კახურაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
"მე რომ კიბოს დავამარცხებ, მაგ დროს ბაღი აშენებული გექნება და პირველი რასაც ვიზამ შენთან ჩამოვალო.
ცხოვრებაც, ბრძოლაც და სიკვდილიც ერთნაირად ღირსეულად შეძელი.
ძალიან მომემატრები", - წერს გიგა მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ბოლო პერიოდის განმავლობაში თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. ის 52 წლის იყო.