თეგებით ძიება

ვის უფინანსებს მერია სწავლას? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლება დაუფინანსდებათ.

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

• მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.

• მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:

ა) მხატვრული კითხვა - 25 ლარი;

ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითიხელოვნება - 30 ლარი;

გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება - 40 ლარი;

დ) ქორეოგრაფიული სტუდია - 50 ლარი.

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

ქალაქ თბილისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის ფილიალები1 გლდანი გლდანის V მ/რაიონი, (135-ე ბაღის შენობა)2 ნაძალადევი სარაჯიშვილის გამზ. #13

დიდუბე დიღმის მასივი, V კვარტალი, (მე-40 ბაღის შენობა)4 ჩუღურეთი კიევის ქ. #85

ძველი თბილისი ცაბაძის ქ. .#16

ვაკე წყნეთი, გ ზონა (წყნეთის ყოფილი კულტურის სახლი)7 საბურთალო შარტავას ქ.20, (198-ე სკოლის შენობა)8 ისანი ვაზისუბნის II მ/რ (136-ე ბაღის შენობა)9

სამგორი კახეთის გზატკეცილი #76


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა