უახლოეს 7-8 თვეში, თუ ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს რომ მან სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, შესაბამისი დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმუმ ორშაბათს წარედგინება. კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროცედურები და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში.
"წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში, თუ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, იმას, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. ამას თუ გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს საერთოდ საოცრება იქნება“, - განაცხადა მან.