კვიპროსში 20 წლის გოგო ჯგუფურად გააუპატიურეს - დაკავებულია 5 კაცი
კვიპროსის პოლიციამ ხუთი ტურისტი დააკავა, რომელთაც ბრალად 20 წლის გოგოს გაუპატიურება ედებათ. როგორც მედია წერს, ახალგაზრდა ქალმა პოლიციას თავად მიმართა.
შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც წვეულება იმართებოდა. ხუთივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულსა და ხუთივე ბრალდებულს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ.