თეგებით ძიება
05. 09. 2023 ვიდეო

"ჩემი ციხეში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო ზაზამ მხარდამჭერი აქციების ორგანიზება, არადა პირადად გაცნობა არ დაგვცალდა...“ - ნიკა გვარამია ზაზა მესხს ემშვიდობება (ვიდეო)

შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ემსხვერპლა ქართველი ემიგრანტი, ზაზა მესხი ოჯახთან ერთად.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

"ჩემი ციხეში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო ზაზამ ჩემი მხარდამჭერი აქციების ორგანიზება საქართველოს ფარგლებს გარეთ, პეტიციების შედგენა, გავლენის მქონე ადამიანებთან შეხვედრა. ერთერთი ყველაზე აქტიური იყო ამ საქმეში. რამდენჯერმე სოფომ შემომითვალა მისგან მოკითხვა. 

არადა, საერთოდ არ ვიცნობდი ზაზას, მიმოწერითაც კი.

შოვის ამბავი რომ მოხდა, დიდი ხანი ვერც დავწერე - სანამ ფორმალურად პროცესი არ იყო დასრულებული, შეუძლებლად მეჩვენებოდა მისი გლოვა, მისი, მისი ცოლის და სამი შვილის. 

პირად შეხვედრას ვგეგმავდით ჩვენი საერთო მეგობრის,@Gela Khvadagiani მეშვეობით. არ დაგვცალდა.

არც ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, როგორ უნდა გადავუხადო მადლობა. ისევ ტელევიზიის დახმარებით, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

მშვიდობით, უცნობო და ახლობელო მეგობარო. მშვიდობით და დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

RIP ზაზა მესხი", - წერს ნიკა გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა