თეგებით ძიება

ქობულეთის სოფელ ლეღვას რწმუნებულს ქალზე ძალადობის გამო ბრალდება წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სოფელ ლეღვას რწმუნებულს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა", - წერია განცხადებაში.

თანამდებობის პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. უწყება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა