უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოსა და ვალეში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ.
"საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ვალე" და "სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს" - წერია უწყების განცხადებაში
უწყების ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.