ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა - რას ამბობს პროკურატურა?
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.