თეგებით ძიება

ბჰარატი - ინდოეთი სახელს იცვლის?

ინდოეთმა შეიძლება სახელწოდება თვის ბოლომდე შეიცვალოს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „ტაბულას“ ინფორმაციით, ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის  მთავრობამ G20-ის სტუმრებისთვის გასამართ ვახშამზე მისაწვევ ბარათებზე ქვეყნის სახელი სანსკრიტული სიტყვით ჩაანაცვლა.

მოსაწვევზე ინდოეთის პრეზიდენტი, დრუპადი მურმუ მოხსენიებულია როგორც "ბჰარატის პრეზიდენტი".

ინდოეთის ოფიციალურ სახელად ბჰარატის აქტიურ გამოყენებას მხარს უჭერენ მოდის ინდუს-ნაციონალისტური პარტიის, ბჰარატია ჯანატას (BJP) წევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ინდოეთი" ბრიტანელი კოლონისტების მიერ დამკვიდრებული სახელია და "მონობის სიმბოლოდ" აღიქმება.

მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას პარლამენტის სპეციალურ სესიაზე 18-22 სექტემბერს განიხილავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა