თეგებით ძიება

მამაკაცმა ინტერნეტმაღაზიიდან შეკვეთილი ტელეფონის ნაცვლად საბრძოლო ხელყუმბარა მიიღო

მექსიკელმა მამაკაცმა ინტერნეტ-მაღაზიიდან შეკვეთილი ტელეფონის ნაცვლად საბრძოლო ხელყუმბარა მიიღო. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

მექსიკელის მისამართზე სახიფათო ამანათი 28 აგვისტოს მივიდა. ის საფოსტო ყუთიდან სახლამდე მექსიკელმა დედამ მიიტანა. ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ მაღაზიამ მიმღებს ტელეფონის ნაცვლად საბრძოლო მასალა გაუგზავნა. 

მექსიკელმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც კვარტალს ალყა შემოარტყა და მესაზღვრეები გამოიძახა. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც საბრძოლო აღმოჩნდა, გაანეიტრალეს. ამ დროისთვის ექსპერტები შეფუთვას ამოწმებენ. მათი აზრით, ის იმავე პრინციპით დამზადდა, როგორსაც ამერიკელი ტერორისტი თეოდორ კაჩინსკი იყენებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა