„ფარნაოზ ჭკადუა - აი ეს კაცი დადის კედლიდან კედელზე სააკაშვილის სახელით“ - რას წერს ნიკა გვარამია
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის, ფარნაოზ ჭკადუას შესახებ წერს და ჟურნალისტ ზაზა დავითაიასთან მისი ურთიერთობის ამსახველ „სქრინებს“ აქვეყნებს:
„ფარნაოზ ჭკადუა - აი ეს კაცი დადის კედლიდან კედელზე სააკაშვილის სახელით. აი ეს - სააკაშვილის პოლიტპატიმრად ეს რუსი ზაზა დავითაია რომ გამოაცხადა, ბოდიში უხადა და სამოწყალოდ პატიება მიიღო.
აი, ეს და ასეთი მორალის პოლიციის ტონტონმაკუტები მხოლოდ დისკრედიტაციას ეწევიან იმათი, ვისაც ვითომ იცავენ თავგამოდებით და თავდადებით. ასეთები სააკაშვილსაც ვნებენ და ნაცმოძრაობა საერთოდ დაშლამდე მიიყვანეს ლამის. საშიშია ეს ხალხი და კაცმა არ იცის, ვის ინტერესში მოქმედებენ. არ შეიძლება ამათი საკუთარ ინტერესებში გამოყენებაც კი“ - წერს ნიკა გვარამია.