„იგივე მოტივაციით მთელმა ქოცობამ და ელისაშვილ --ინჯიამ ჩემი პარლამენტიდან გარიცხვას მისცა ხმა“ - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„იგივე მოტივაციით მთელმა ქოცობამ და ელისაშვილ --ინჯიამ ჩემი პარლამენტიდან გარიცხვას მისცა ხმა“ - წერს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტში დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ქეთევან დუმბაძისა და დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კი ვერ მოხერხდა. კენჭისყრისას საკითხს მხარი ორი დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგი იყო.დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.