ქართველი მძარცველების დაკავების სპეცოპერაციის კადრები, მათ შორის 2 "კანონიერი ქურდია“ (ვიდეო)
ქართველების 7 კრიმინალური დაჯგუფება და სევილიის მასობრივი მძარცველები - ესპანეთის ნაციონალური პოლიცია მთელი ზაფხული ატარებდა სპეცოპერაციებს ქართველი პროფესიონალი ქურდების წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დანაშაულებრივ ჯგუფს უწოდებენ. სულ დაკავებულია საქართველოს 22 მოქალაქე, მათ შორის 2 "კანონიერი ქურდია"
ესპანეთის პოლიციამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც ჩანს ქართველი მამაკაცი, რომელიც სევილიაში საცხოვრებელ კორპუსში სახლის კარებს მცირე ზომის წებოვან ლენტს აკრავს. თუ რამდენიმე დღეში მარკირება ხელუხლებელი დახვდა, ეს იმას ნიშნავს რომ სახლის მეპატრონე სავარაუდოდ დასასვენებლად იმყოფება და ობიექტი გასაქურდად მზად არის. ამ მამაკაცს არ გაუმართლა. ქართველი მძარცველი უსაფრთხოების კამერებმა ჩაიწერეს.