სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ემანუელ მაკრონს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთშია. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატურაზე - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ევროპული ტურნეს ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.