თეგებით ძიება

გვეუბნებიან, თუ ხარ „ოცნების“ მხარდამჭერი არ უნდა მოგეცეს ბიზნესის კეთების უფლება, ანუ საბა ბუაძის ლოგიკით მამუკა ხაზარაძეს უნდა მივადგეთ და დავუნგრიოთ ყველაფერი - კახა კალაძე

გვეუბნებიან, რომ თუ ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგეცეს ბიზნესის კეთების უფლება, ანუ საბა ბუაძის ლოგიკით ბატონ მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს სამშენებლო მიმართულებით და ლისის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას ახორციელებს კანონიერად, უნდა მივადგეთ და ჩამოვართვათ ყველაფერი, უნდა დავუნგრიოთ ყველაფერი - ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება და ჩვეულებრივი საბა ბუაძეები არიან, არ იფიქროთ სხვას ვინმეს, მასზე მეტი აზროვნება შეეძლოს, ან გონივრული შესაძლებლობა ჰქონდეს, ყველა ერთნაირია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ბიზნესს და ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევენ და მთავარია, კანონი იყოს დაცული.

„მინდა შევეხო ე.წ. სამშენებლო აჟიოტაჟს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო წინა კვირის განმავლობაში ატეხილი. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული მიმართულების დისკრედიტაცია, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რომ თურმე დედაქალაქი ინგრევა, რომ არაფერი სასიკეთო არ კეთდება.

ისეთი კამპანია აქვთ, რომ თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია და თან ვინ არიან ეს ადამიანები?! თუკი რაიმე უბედურება დაემართა ჩვენ ქალაქს ამ ადამიანების დამსახურებაა და მათი მმართველობის პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. თქვენ იცით, რომ გენგეგმა დამტკიცებულია და გენგეგმის შესაბამისად ხდება დედაქალაქის განვითარება. შესაბამისად, ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც გენგეგმა გვეუბნება ეს არის - მოხდეს ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეების განაშენიანების რეგულირების გეგმით დამტკიცება და მათი განაშენიანება. ყველა ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო საკრებულოში ყველა არის გრგ, სადაც ნებისმიერ პროფესიონალ ადამიანს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს - რა მოთხოვნებია ჩვენი მხრიდან და რა ვალდებულებები აქვთ ინვესტორებს, მაგრამ ეს არ აინტერესებს, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნარატივი, რომ მშენებლობა ცუდია, დაუშვებელია, დანაშაულია. არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები არის „ქართული ოცნების“ შემომწირველები, მხარდამჭერები და როგორ შეიძლება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა განახორციელოს აღნიშნული პროექტები. ეს არის „ნაცური“ ნარატივი, „ნაცურსაც“ ვერ დავარქმევ ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ქვეყანაში და ყველა მოაზროვნე ადამიანი ვისაც რეალურად მართლა სურვილი აქვს ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს.

ეს ფაშიზმი გვეუბნება და გვეუბნებიან, რომ თუ ხარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგეცეს უფლება ბიზნესის კეთების, ანუ საბა ბუაძის ლოგიკით უნდა მივადგეთ და გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ბატონ მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვს სამშენებლო მიმართულებით და ლისის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას ახორციელებს კანონიერად, უნდა მივადგეთ და ჩამოვართვათ ყველაფერი, უნდა დავუნგრიოთ ყველაფერი - ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება და ჩვეულებრივი საბა ბუაძეები არიან, არ იფიქროთ სხვას ვინმეს მასზე მეტი აზროვნება შეეძლოს, ან გონივრული შესაძლებლობა ჰქონდეს, ყველა ერთნაირია", - ამბობს კალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა