თეგებით ძიება

მილიონობით დოლარია გადახდილი, რათა დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა - არჩილ თალაკვაძე

როცა ასეთი მოწოდებები კეთდება, ამაზე პასუხია, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ევროპული მომავლის გარშემო ვართ გაერთიანებული - მილიონობით დოლარია გადახდილი, რათა დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას.

მისი თქმით, ევროპული მომავლის გარშემო საკუთარ საზოგადოებასთან ოპოზიცია ვერ ერთიანდება.

„მე მინდა ვუპასუხო ამ განცხადებას. სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვართ გაერთიანებული, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგ რჩება და ამის გარეთ მუშაობს, ამის წინააღმდეგ, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არ ჩაერთო სამუშაო პროცესში, დადის ევროპაში და ლობირებს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი და როგორც გავიგეთ „ფარას“ რეგულაციების თანახმად, მილიონობით დოლარია გადახდილი, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს, დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა და ევროპულ სულისკვეთებას აღარ ეთანხმება. როცა ასეთი მოწოდებები კეთდება, ამაზე პასუხია, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ევროპული მომავლის გარშემო ვართ გაერთიანებული. ვინც ვერ ერთიანდება საკუთარ საზოგადოებასთან ამ იდეის გარშემო, ეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც აღარც სიტყვით მალავს, რომ ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა