თეგებით ძიება

საამაყო ფაქტიც მოხდა... - რას ამბობს ლიზა ყენია?

მომღერალი, ლიზა ყენია ამერიკაში აქტიურად ზრუნავს კარიერულ განვითარებაზე და სულ ახლახან  მან სასცენო სახელით Elizabeth Frisky ახალი მუსიკალური ალბომი დააანონსა. გამოცემა billboard-თან ინტერვიუში კი ალბომში შემავალი სინგლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა:

„ამჟამად ჩემს პირველ მუსიკალურ ალბომზე ვმუშაობ. თითოეულ ნაწარმოებს ალბომიდან ცალ-ცალკე ვუშვებ და GMI Rights Management-ის დახმარებით ისინი ქვეყნდება ისეთ მუსიკალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Spotify, Itunes, Youtube და ასე შემდეგ" - ამბობს ლიზა ინტერვიუში.

ალბომის პირველი სინგლი, რომელიც მან სხვადასხვა არხზე უკვე გააზიარა, Lavander-ია: 

"Lavender სიყვარულზეა და ვფიქრობ, კეთილი და დადებითი ენერგიები აქვს. ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო ფაქტიც მოხდა და "ევროვიზიის" ოფიციალურმა საიტმა სიმღერის შესახებ სტატია გამოაქვეყნა" - თქვა ლიზა ყენიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა