„მინიმუმ, 16 დაღუპული!!! - საშინელი კადრი...“ -- რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბერულავა?
უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსული ჯარის მიერ განხორციელებულ დარტყმაზე ინფორმაციას ავრცელებს.
„დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა კონსტანტივოვკაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
„მინიმუმ, 16 დაღუპული!!! - საშინელი კადრი...
რუსეთის სარაკეტო შეტევა კონსტანტინოვკაზე - რაკეტა ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა“ - წერს ბერულავა.