თეგებით ძიება

„ნაციონალურ მოძრაობაში“კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ - მამუკა მდინარაძე

ვინ ეკითხებათ მათ, რომელი ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რომ ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი.

„ვინ ეკითხებათ მათ, რომელი ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, არცერთ მათგანს, ე.წ. პოლიტიკოსებს არ ეკითხებათ ვისკენ იქნებიან. როგორც დააჯგუფებენ პატრონები, იქით გადალაგდებიან. ახლა ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ის რომ იქით გადავიდა, ბოკერიას რომ ის ლანძღავს, მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთს ეჩხუბებიან, ჩოხატაურში დაუხოციათ კინაღამ ერთმანეთი, ჩავარდა ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე მივარდა თავისიანს ლობირებდა, იქ პოლიციის გარეთ ჩხუბობდნენ, გაწევ-გამოწევა და მთელი ამბები იყო. რომ დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ, ეს არ არის საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ის პატრონი როგორ დაალაგებს საარჩევნო მიზნებისთვის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა