თეგებით ძიება

„აეროპორტი კარგია, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება!“ - დავით მესხიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით მეს­ხიშ­ვილ­ი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„როგორ შეიძლება ახალი აეროპორტის წინააღმდეგი იყოს ადამიანი? ყველა შემთხვევაში კარგია თელავში იქნება ეს თუ ნებისმიერ სხვა ქალაქში. კარგია ეს, მიუხედავად იმისა რომ თელავის აეროპორტი საერთაშორისო ფრენებს ვერ მიიღებს (2027 წლამდე) და არ მგონია შიდა ფრენებით ქუთაისიდან ან ბათუმიდან მიაწყდნენ ტურისტები.

თუ ვფიქრობთ კახეთის განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მაშინ პირველ ეტაპზე კახეთის რკინიგზის აღდგენაა მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული, ასევე სავაჭრო-კომერციული თვალსაზრისით. 

არ დაგვავიწყდეს გომბორის გვირაბი, (არადა არ დაადგა საშველი), რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა მგზავრობის ხანგრძლივობას დედაქალაქიდან და რაც მთავარია გზა გახდებოდა უსაფრთხო! დღეს  გომბორის გზის არაერთი მონაკვეთი "შავი წერტილის" (სადაც ბევრი ადამიანი იღუპება) სტატუსს შეესაბამება. 

აეროპორტი კი, კარგია ძალიან, მაგრამ კახეთს პირველ რიგში რკინიგზა და გომბორის გვირაბი სჭირდება! ასეთია ჩემი აზრი“ - წერს მესხიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა