3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა – ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან
ანაკლიაში, 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა- ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ცნობილია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ჭითაწყარის საავადმყოფოშია გადაყვანილი – ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
ცნობილია, რომ ბავშვი დედასთან ერთად სტუმრად ბაბუასთან იყო. თვითმხილველების ცნობით, ის სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს.