თეგებით ძიება

არნოლდ შვარცენეგერი ექიმების შეცდომის გამო, ლამის სიცოცხლეს გამოემშვიდობა

არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გე­რი აცხა­დებს, რომ ექი­მე­ბის შეც­დო­მის გამო, ლა­მის სი­ცო­ცხლეს გა­მო­ემ­შვი­დო­ბა. 76 წლის მსა­ხი­ო­ბი მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ მის Youtube არხზე ლა­პა­რა­კობს:

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ვიდ­რე "ტერ­მი­ნა­ტო­რის" მე­ექ­ვსე ფილ­მის გა­და­ღე­ბას და­ვი­წყებ­დით, რი­გით მე­სა­მე ღია გუ­ლის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე",- იხ­სე­ნებს შვარ­ცე­ნე­გე­რი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში და იქვე დას­ძენს: "ლა­მის გა­და­ვი­რიე! ანეს­თე­ზი­ი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ექი­მე­ბი მედგნენ თავ­ზე და იმის­თვის მი­ბო­დი­შებ­დნენ, რომ ოპე­რა­ცი­ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით არ ჩა­ი­ა­რა."

76 წლის მსა­ხი­ო­ბი ყვე­ბა, რომ ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც არა­ინ­ვა­ზი­უ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც მის­მა ექი­მებ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვეს და გუ­ლის კე­დე­ლი გა­უჭ­რეს. ამ შეც­დო­მის გამო, არ­ნოლდს შიდა სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და სას­წრა­ფოდ მო­უ­წი­ათ მისი გაჭ­რა, რომ სიკ­ვდი­ლის­გან გა­და­ერ­ჩი­ნათ.

არ­ნოლდ შვარ­ცე­ნე­გერ­მა არ და­ყა­რა ფარ-ხმა­ლი და შეძ­ლო შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა, რათა 2019 წლის "ტერ­მი­ნა­ტო­რი" გა­და­ე­ღო. ყო­ფი­ლი ბო­დი­ბილ­დე­რის თქმით, მის სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ სურ­და, ფილმში ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თულ სცე­ნებ­ში თვი­თონ­ვე ეთა­მა­შა და არ გა­და­ე­ლო­ცა ისი­ნი დუბ­ლი­ო­რის­თვის: "ფორ­მა­ში უნდა ჩავდმგა­რი­ყა­ვი, უნდა მერ­ბი­ნა, მე­მოძ­რა­ვა, მძი­მე ნივ­თე­ბი ამე­წია და საბ­რძო­ლო სცე­ნე­ბი გა­და­მე­ღო".

წყარო: ამბები.გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა