თეგებით ძიება

დიახ, ტანსაცმელს ლილოში ვყიდულობ – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

დიახ, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის ტანსაცმელს ლილოში ვყიდულობ და ვისაც ამ ყველაფრის მიუღებლობა აქვს, მათ ნამდვილად არ გამოვადგები - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 5 სექტემბერს, “ფორმულა”-ს ეთერში.

„მე წარმოვადგენ მიშა სააკაშვილის, ხალხის პარტიას - კეთილსინდისიერ, პატრიოტ, პატიოსან, მშრომელ ადამიანებს, სწორედ ისეთი ხალხის, როგორ ოჯახშიც გავიზარდე: დედაჩემი 30 წელი პედაგოგი იყო, ახლა ანათვალის ამღებად დადის ოჯახ-ოჯახ... მამაჩემი ინჟინერი იყო, ბოლოს ავტოსადგომზე მუშაობდა ოჯახის შესანახად და მე ამით ვამაყობ. ჩემი ძმა, რომელიც მკერდით იცავდა სამშობლოს, დღეს პოლიტუკურად დევნილია აშშ - ში .... დიახ, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის ტანსაცმელს ლილოში ვყიდულობ და ვისაც ამ ყველაფრის მიუღებლობა აქვს, მათ ნამდვილად არ გამოვადგები“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა