თეგებით ძიება

"ცომგამოცლილი მზია", "აიფონა თემურა" - ნახეთ ახალი მეტსახელები კახეთიდან

„დაგპირდით და სულ ახალი მეტსახელები გურჯაანიდან, სიღნაღიდან, წნორიდან და ლაგოდეხიდან“ - ამის შესახებ ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„"ბრაზილია თენგო" - ცოლი მოიყვანა, გაშორდა და მერე იმის და მოიყვანა ცოლად.

"ცომგამოცლილი მზია" - აჭარელია და გამხდარი.

"აიფონა თემურა" - ვაშლის ბაღი დაესეტყვა და არცერთი დარჩა მთელი.

"ექიმი გურამა" - ქუჩაში ცუდად გამხდარა ვიღაცა, ამან რაღაც წამალი დაალევინა და ის კაცი მაშინვე მოკვდა.

ვიბრო "ზაურა" - ლოთია და ხელები უკანკალებს.

"სოსკა გიორგა" - ძაან დიდი ტუჩები აქვს და გგონია სულ სოსკა უდევს.

"გუდიყველა გელა" - სახეზე კანი აქვს რაღაცნაირი დახვრეტილი.

"ერეკლე გოგიტა" - ზურგზე დიდი ტატუ აქვს და აწერია "KING"

"დიკაპრიო ლევანა" - თეატრალურში ჩავაბარეო ორი წელი იტყუებოდა.

"ქარხანა ჟანა" - 5 წლია გათხოვდა და სულ ორსულადაა.

"დედისტ**ნა ნორა" - მოხუცი ქალია და სულ იგინება.

"ტრუსიკიანები" - დამსვენებელ ოჯახს დაარქვეს. სარწყავ არხზე კუპალნიკებით დადიან“ - წერს თამარ ოქრუაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა