თეგებით ძიება

რატომ დაკითხა გორის პატრულმა ეზოში მოთამაშე ბავშვები

გორში, გვიან საღამოს, წყაროსუბანში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ამის შესახებ qartli.ge წერს.

პატრულის თანამშრომლებმა კორპუსის ეზოში მოთამაშე ბავშვები და მათი მშობლები დაკითხეს.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა არაოფიციალურ გვითხრა, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს იმისათვის, რომ ეზოში ბავშვები ბურთით თამაშობდნენ და სხვა წუხდებოდა.

პატრულის თანამშრომლებმა დაკითხვის დროს მშობლებთან ისიც გააჟღერეს, თითქოს ეზოში იმყოფებოდა პირი, რომელსაც ცივი იარაღი (დანა) ჰქონდა.

სიტუაციის გასარკვევად დავუკავშირდით შს სამინისტროს პრეს-სამსახურს, სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, ცივი იარაღის თემა შეტყობინებაში არ გაჟღერებულა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეტყობინების ავტორი ხანდაზმული ადამიანი ყოფილა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა