თეგებით ძიება

„მეხუთე დღეა არ გამოჩენილა“ - თბილისში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

თბილისში ეძებენ თორნიკე კიკნაძეს, რომელიც მეხუთე დღეა, გაუჩინარებულია. ახლობლების თქმით, მასთან კონტაქტი ბოლოს 1-ელ სექტემბერს ჰქონდათ.

გაუჩინარებულის ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა ავჭალაში, შუადღის საათებში სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

„გთხოვთ დამეხმაროთ, მეხუთე დღეა არ გამოჩენილა. თუ ვინმემ შენიშნეთ სადმე, ნებისმიერი ინფორმაცია მომაწოდეთ“, - წერს დაკარგულის ახლობელი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა