„ფრთხილად ვიყოთ ისეთ ნეგატივებთან, როგორიცაა უეცარი წყალდიდობა, ელვა, სეტყვა, მოკლევადიანი ქარიშხალი და ტრანსპორტის შეფერხებები“ - კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღერბის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„7 სექტემბრის საღამოდან - 10 სექტემბრის დილამდე 3 დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია ადგილობრივად ბევრგან- ძლიერი წვიმა და ელჭექი.
აუცილებელია ვიყოთ ფრთხილად, იმ ნეგატივებთან, როგორიცაა უეცარი წყალდიდობა, ელვა, სეტყვა, მოკლევადიანი ქარიშხალი და ტრანსპორტის შეფერხებები.
მშვიდობიან დღეებს გისურვებთ“ - წერს კობა ფარტენაძე.