3 წლის ბავშვი, რომელიც ენგურში ჩავარდა ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაჰყავთ
სამი წლის ბიჭუნას, რომელიც კრიტიკული მართვით სუნთქვაზე ზუგდიდში იმყოფება, ქუთაისის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანენ.
„ბავშვის გადასაყვანად ქუთაისიდან რეფერალურ ბრიგადას ელოდებიან“, – გვითხრა ექიმმა.
თვითმხილველების ცნობით, ანაკლიიდან ზუგდიდამდე მარშრუტი პოლიციის მანქანამ, ბავშვის გადასარჩენად, რამდენიმე წუთში გაიარა.
ცნობილია, რომ ბავშვი დედასთან ერთად სტუმრად ბაბუასთან იყო. თვითმხილველების ცნობით, ის სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს.